
11 წლის მომღერალი, მუსიკალური კონკურსის - „რანინას“ გამარჯვებული და საბავშვო ევროვიზიის 2025 წლის მესამეადგილოსანი ანიტა აბგარიანი ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეა.
მისი წარმატებით სკოლაში ამაყობენ და გულშემატკივრობენ.
12 თებერვალს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკაში განსაკუთრებით თბილი და მყუდრო გარემო სუფევდა. თანატოლების ორგანიზებით შედგა შეხვედრა მათ გამორჩეულ კლასელთან - ანიტა აბგარიანთან, რომელმაც გასულ წელს საქართველო „საბავშვო ევროვიზიაზე“ ღირსეულად წარადგინა.
ანიტამ თანატოლებს პროექტ „რანინასა“ და საბავშვო ევროვიზიის „კულისების ამბები“ და ის ემოციები გაუზიარა, რაც დიდ სცენაზე დგომას თან ახლავს.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა:
- თანატოლებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს და ანიტას საინტერესო კითხვები დაუსვეს;
- ანიტამ კლასელებისთვის წარმოადგინა ექსკლუზიური ფოტო და ვიდეოკოლაჟი;
- ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ოცნებებზე
შეხვედრას მოდერატორობას თავად ანიტას კლასელები უწევდნენ.
სიცილითა და ხალისით სავსე ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ გიმნაზიელებს, ერთმანეთის წარმატებით იამაყონ.
ანიტას წარმატება საზეიმოდ მიულოცა სკოლის რექტორმაც.
19 თებერვალს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს, სკოლის რექტორმა დეკანოზმა, ილია ხინიკაძემ მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის სახელით საჩუქრად გადასცა ლოცვანი.
იხილეთ ფოტოები: