
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო.
მე-3გ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს სტუმრობდნენ, სადაც ნახეს სპექტაკლი სახელწოდებით - „ცისფერი ირემი“.
მოსწავლეებისთვის სპექტაკლი მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თეატრში ვიზიტი მოსწავლეებისთვის ცოცხალი გაკვეთილია. სცენაზე გაცოცხლებული ისტორიები ბავშვებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ როგორც ნასწავლი, ისე წაკითხული ლიტერატურა, გაიგონ პერსონაჟების გრძნობები.
იხილეთ ფოტოები: