„ვმუშაობთ ბაღებში საბაზო ხელფასის დადგენაზე... დასარეგულირებელია, ვის ჰქვია აღმზრდელ-პედაგოგი...“
23-02-2026

კარგა ხანია საუბარი მიდის საბავშვო ბაღებში ერთიანი სახელფასო სისტემის დანერგვაზე, თუმცა განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის.

მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ მხოლოდ ბაღების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით უწევთ მუშაობა:

„ბაღები არის სეგმენტი, რომელიც მთლიანად რეგულირდება მუნიციპალიტეტისგან; ჩვენ ხარისხის უზრუნველყოფა გვაქვს ჩაბარებული 30 წლამდე და მუნიციპალიტეტები ისე უნდა გავაძლიეროთ, ავტორიზაციაც გადაიბარონ...

სახელფასო ანაზღაურებას რაც შეეხება, ჯერ ეს ანაზღაურება დადგინდეს, რათა არ ჰქონდეს მნიშვნელობა, რომელ მუნიციპალიტეტში ვმუშაობ... დასარეგულირებელია, ვის ჰქვია აღმზრდელ-პედაგოგი, ვინ ჰყავთ დასაქმებული ბაღებს... გვევალება აღმზრდელების გადამზადება - გვაქვს 66 საათიანი ტრენინგ-მოდული და ასევე ხელფასების დადგენის ნაწილში, ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რათა საბაზო ხელფასი დადგინდეს... ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ საბაზო მონაცემი გვაქვს - ფინანსთა სამინისტროსთანაა გასავლელი და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, ვინ ჩავრთოთ სქემაში - სქემის პრინციპებზე საუბარი ჯერ ადრეა“, - განაცხადა თამარ მახრაშვილმა.

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203