წალკის N1 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
20-02-2026

წალკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. როგორც ყოველთვის, წელსაც საოცარი ნიმუშები შექმნეს სკოლის კალიგრაფებმა.

სკოლაში ახარებთ, რომ საოცარი ინტერესი, შემოქმედებითი ნიჭი და ენთუზიაზმი გამოავლინეს მონაწილეებმა. დიდი რუდუნებით და მოწიწებით გამოსახავდნენ მშობლიური დამწერლობის გრაფიკულ გამოსახულებებს. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ახალბედა და გამოცდილი კალიგრაფები.

მოეწყო ასევე მოსწავლე- მასწავლებლის კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა-შეფასება.

კონკურსს ჰყავდა კომპეტენტური ჟიური, რომელმაც შეაფასა ნამუშევრები და დააჯილდოვა მონაწილეები. 

„დიდი მადლობა დირექციას, შესანიშნავ კოლექტივს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. დიდი მადლობა მოსწავლეებს ასეთი ინტერესისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ერთსულოვნებისთვის. წარმატებები ჩემო მოსწავლეებო ყველა აქტიობაში, პროექტსა თუ კონკურსში“,- აღნიშნავს პედაგოგი ეკა ვეზდენი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203