„ქართულ მუსიკაში არეკლილი ქართველი ერის ისტორია“ - საინტერესო პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში 
20-02-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

X კლასში, მუსიკის პროექტის ფარგლებში, მასწავლებელმა, ვარლამ თაგოშვილმა წარმატებით განახორციელა პროექტი ქართული ხალხური სიმღერების თემაზე სახელწოდებით - „ქართულ მუსიკაში არეკლილი ქართველი ერის ისტორია“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული ენის კათედრის წარმომადგენლები - თამილა ნადირაშვილი, კლასის დამრიგებელი ლალი მეხრიშვილი და სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური.

პროექტი დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა, განსაკუთრებით აღინიშნა სასწაული პრეზენტაციები, თემისადმი მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია და აქტიური ჩართულობა, ასევე ქართული ხალხური სიმღერის მნიშვნელობის გააზრება ეროვნულ თვითმყოფადობასა და ისტორიულ მეხსიერებაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ხალხური სიმღერისა და მრავალხმიანობის კულტურული ღირებულების გაცნობიერება, მუსიკალური ანალიზის უნარების განვითარება (რიტმი, ტემპი, მელოდია, ჟანრი, ფორმა), კვლევითი მუშაობის, გუნდური თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარების გაძლიერება, ეროვნული მემკვიდრეობის პატივისცემისა და ინტერესის გაღვივება.

შედეგად, მოსწავლეებმა წარმოადგინეს შინაარსობრივად გამართული, ვიზუალურად საინტერესო და ემოციურად ძლიერი ნამუშევრები, რომლებიც ნათლად აჩვენებდა, რომ ქართული ხალხური სიმღერა მხოლოდ მუსიკა კი არა, ჩვენი ისტორიის, ტრადიციებისა და სულის სარკეა.

სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა, მადლობა გადაუხადა პედაგოგ ვარლამ თაგოშვილს პროფესიონალიზმისთვის, ინიციატივისა და შთამბეჭდავი ორგანიზებისთვის, ხოლო მოსწავლეებს პასუხისმგებლობისა და გულწრფელი ჩართულობისთვის.

დირექტორმა და დამსწრე საზოგადოებამ გუნდს უსურვა კიდევ მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელება, რომელიც სკოლის სასწავლო და კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამდიდრებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203