
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა როგორც ცოდნის ამაღლებას, ისე შემოქმედებითი ნიჭისა განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
ახლახან, მოსწავლეებმა სომეხი მწერლისა და პოეტის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157 წლისთავი აღნიშნეს.
მე-2 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს. ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას. ამავე დღეს მოეწყო წიგნის ჩუქების დღე.
პედაგოგმა, ბელა ჰოვსეფიანმა მოსწავლეებს კითხვის მნიშვნელობა შეახსენა.
„საჭიროა კითხვა, წაკითხული ყოველთვის, აღუწერლად გროვდება და რაღაც დიდად იქცევა“, - აღნიშნა პედაგომა და მოსწავლეებს მიმართა რა არის წიგნებსა და ლიტერატურაზე უფრო ძვირფასი?
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: