
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი, ევროპული სტანდარტების სპორტული დარბაზით ისარგებლებენ. კაი კარატეს ფედერაციის სრული დაფინანსებით, სკოლის სარდაფი სპორტულ სავარჯიშო სივრცედ გადაკეთდა.
„ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი- არაფერია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ ახალი სპორტული სივრცის არსებობა.
„ეს არ გახლავთ რომელიმე ტოპ- ათეული ქვეყნის სპორტული კომპლექსის დარბაზი. ეს ქ. თბილისის N103 საჯარო სკოლის სავარჯიშო დარბაზია, რომელიც მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სკოლასა და სო-კიოკუშინ კაი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ნოდარ კვანჭიანთან, თანამშრომლობის ფარგლებში, ფედერაციის სრული დაფინანსებით, სკოლის უსარგებლო სარდაფის გადაკეთების შედეგად მიღებული სავარჯიშო სივრცეა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალი სპორტული დარბაზის ვიდეოკადრებს გვიზიარებენ:
იხილეთ ვიდეო: