საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ეროვნული საგანძური დაათვალიერეს 
20-02-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლა-გიმნაზიის მე-4 (კლასის ხელმძღვანელი ეკა ხეჩუაშვილი) და მე-4 (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან გაგოშიძე) კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, სადაც საქართველოს „ოქროს ფონდი“ დაათვალიერეს. 

მოსწავლეებმა ნახეს ულამაზესი და უძველესი ექსპონატები, მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, დასვეს უამრავი შეკითხვა და ცოდნა გაიმდიდრეს

მე-4 კლასელებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, ბავშვები ​შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203