იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრლადებით 42 წლის მამაკაცი დააკავეს - დეტალებს შსს ავრცელებს
იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდენით 42 წლის მამაკაცი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.