ეშტიის N1 საჯარო სკოლაში წიგნის ჩუქების დღე მოეწყო 
20-02-2026

ვიქტორ ჰოვსეფიანის სახელობის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. სკოლაში ტრადიციად არის ქცეული წიგნების გაზიარება და ამ გზით ცოდნის გავრცელება. 

14 თებერვალს, სკოლაში გაიმართა წიგნის ჩუქების დღე. ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა სკოლისთვის და ყოველ წელს განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება.

მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუკეთეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - გაუზიარეს ცოდნა და ის საოცარი სამყარო, რასაც მხატვრული ლიტერატურა გვაძლევს. 

„ეს არის ლამაზი და მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც გვახსენებს, რომ წიგნი ცოდნის, სინათლისა და სულიერი სიმდიდრის ამოუწურავი წყაროა.

წიგნის ჩუქების დღე კიდევ ერთხელ გვაერთიანებს, გვასწავლის გაზიარებასა და გულწრფელ სითბოს, აძლიერებს მეგობრობას და გვაძლევს მოტივაციას. გვჯერა, რომ ეს მშვენიერი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ მრავალი თაობისთვის იქცევა შთაგონების, განათლებისა და კეთილშობილების სიმბოლოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203