
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მოსწავლეები კი ყოველთვის ინტერესდებიან საგნობრივი ოლიმპიადებით და წარმატებასაც აღწევენ.
IV კლასის მოსწავლე ლუკა პაიჭაძე „კინგსის“ ოლიმპიადის ქართული ენისა და მათემატიკის 2025 წლის შემოდგომის სეზონის ფინალის მონაწილეა,V კლასის მოსწავლე იოანე დოლიძემ კი „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადის შემოდგომის ფინალში იასპარეზა.
ახლახან, მოსწავლეები ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ, მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში მომდევნო, 2026 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადისთვის ემზადებიან.
იხილეთ ფოტოები: