
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის 157-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, პედაგოგ ნვარდ საარიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას და მისი ნაწარმოებების პერსონაჟები გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: