ეშტიის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებისთვის ისტ-ის და მშობლიური ენის ინტეგრირებით ვიქტორინა გაიმართა 
20-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, მე-3 კლასში ჩატარდა ისტ-ის და მშობლიური ენის ვიქტორინა.

ვიქტორინა მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოეწყო როლური თამაშიც. 

მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ისტ-ის კომპონენტმა სწავლის პროცესი უფრო დინამიური და თანამედროვე გახადა. ბავშვებმა დაინახეს, რომ მშობლიური ენა და ტექნოლოგიები ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.

ვიქტორინას ხელმძღვანელობდნენ ისტ-ის მასწავლებელი -  რიპსიმე აროიანი.​ მშობლიური ენის მასწავლებელი - ვარდიტერ გრაბსკაია.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203