
სპორტი, რომ ჯანმრთელობის საწინდარია კარგად იციან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, რადგან გიმნაზიაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიაში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო.
შიდასასკოლო შეჯიბრებები ჩატარდა ფრენბურთში - მე-6ა და მე-6ბ, მე-8ა და მე-8ბ და მე- 11ა და მე- 11ბ კლასებს შორის.
მოსწავლეებმა დიდი შემართებით, ხალისით იასპარეზეს და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიებას პედაგოგები - დავით უნგიაძე და ნინო ცომაია ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: