
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაზაფხულის შესახვედრად ემზადებიან.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ლამაზად მორთეს საკლასო ოთახი, რათა მხიარულად შეხვდნენ გაზაფხულის შემობრძანებას და იზეიმონ დედისა და ქალთა დღეები.
შემოქმედებით აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული პირველი (ხელმძღვანელი: ეკატერინე თედეშვილი), მე-2 (თეონა გელაშვილი), მე-3 (ანა ხმალაძე), მე-4 (ლელა მჭედლიძე) და მე-9 (ხელ-ი, მუსიკის მასწავლებელი მაია რიჟამაძე) კლასების მოსწავლეებმა, რომელთაც შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: