სამშაბათს სკოლები და ბაღები დაისვენებენ - 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
02-03-2026

საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. თარიღი ქვეყანაში ოფიციალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული, რის გამოც საჯარო და კერძო სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი არ გაიმართება.

დედის დღე საქართველოში 1991 წელს დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღეს მოქალაქეები დედებს სხვადასხვა ფორმით ულოცავენ, ტრადიციულად ჩუქნიან ყვავილებსა და საჩუქრებს.

საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლას 4 მარტიდან განაახლებენ, ჩვეულებრივი განრიგის შესაბამისად. 

იხილეთ, მეორე სემესტრის დასვენებისა და სწავლის დღეები

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203