ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის საინტერესოდ აღნიშვნისთვის დაჯილდოვდა
19-02-2026

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

საქართველოში უკვე მე-11 წელია თებერვლის პირველ ოთხშაბათს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნება. ამ წამოწყების ინიციატორი არის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც ეხმიანება, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში გამართულ აქტივობებს.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელ ასოციაციამ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია დღესასწაულის საინტერესოდ აღნიშვნისთვის დააჯილდოვა. 

გიმნაზიას მადლობის სიგელი გადაეცა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის. 

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წიგნის სჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მართლაც საინტერესოდ აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომელსაც არაერთი კლასი შეუერთდა. 

„მრავალმხრივ საინტერესო კვირეული იყო, მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კლასებში მიმდინარეობდა საკლასო ღონისძიებები, მოსწავლეები წარადგენდნენ მათი საყვარელი წიგნებიდან ჩანახატებს, კითხულობდნენ საინტერესო წიგნებს და უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს“,- გვიყვებიან სკოლაში.

წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გიმნაზიაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
 
პირველ კლასში სტუმრად იმყოფებოდა გიმნაზიის ხელმძღვანელი მამა დანიელი. მან მოსწავლეებს წაუკითხა შერჩეული მოთხრობები, რომლებსაც ბავშვები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით უსმენდნენ. კითხვის შემდეგ მოსწავლეებმა აქტიურად გამოავლინეს საკუთარი კითხვისა და მოსმენილის გააზრების უნარები.
 
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ხალხური მოთხრობა „მზის პირისნაბანი“. მათ შეასრულეს წაკითხულის გააზრების დავალებები, მოიფიქრეს მოთხრობის გაგრძელება და პერსონაჟები შემოქმედებითად „გააცოცხლეს“ ნახატების საშუალებით.
 
დღე გამორჩეულად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა. მრავალფეროვანმა აქტივობებმა, მოსწავლეთა ინტერესმა, მშობელთა და სკოლის ერთობლივმა ჩართულობამ წიგნის სიყვარულისა და კითხვის კულტურის მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინა.

წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულს აქტიურად შეუერთდა IIბ კლასი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათთვის გამორჩეული წიგნები. ისაუბრეს კლასის წინაშე და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები.

მე-9 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ დღეს და განსაკუთრებულად აღნიშნეს საკუთარი კლასის ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები სხვადასხვა წიგნებიდან და გაუზიარეს მოსაზრებები ერთმანეთს. მე-2 წელია მოსწავლეების მიერ შეძენილი და მოგროვილი წიგნები ახალისებს საკლასო გარემოს, ამიტომ კლასმა გადაწყვიტა ყოველწლიურად შეიძინონ და სკოლის დამთავრების შემდეგ გადასცენ გიმნაზიას საჩუქრად შეკრებილი წიგნები. აწარმოებენ აღრიცხვის ჟურნალს, სადაც მოცემულია რა რაოდენობის წიგნები შემოდის და გაცემაც ზუსტად ბიბლიოთეკის სისტემის მაგვარად ხდება.

აღსანიშნავია, რომ კვირეულში მონაწილეობდნენ პედაგოგები-  ჯულიეტა კაკაბაძე, ნათია ბერიძე, მაკა კალანდაძე, მარიამ სიხარულიძე, თამარ რობაქიძე და ანა ლამპარაძე.

ასევე, შედგა შეხვედრა და ღინისძიება ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და დაიდო მემორანდუმი გიმნაზიასა და ბუკნარის სკოლას შორის.

იხილეთ ასევე: მეგობრობის ხიდი და წიგნიერების დღესასწაული-ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203