
თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს წარსულში „იმოგზაურეს“.
19 თებერვალს, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - დათო ტაბახმელაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ჩატარდა ოქროს საგანძურში, სადაც მასწავლებელმა ისაუბრა ბაგრატ III-ის მოღვაწეობის შესახებ.
მოსწავლეებმა საგანძურში ნახეს ერთიანი საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატის მიერ ბედიის ეკლესიისთვის შეწირული ოქროს ბარძიმი. გარდა ამისა მოსწავლეებმა დაათვალიერეს საგანძურში დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. მსგავსი აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიის შესწავლასთან და საკლასო სივრცეს სცდება, მოსწავლეებს ეხმარება წარსულის უკეთ გააზრებაში.