„როცა მეცნიერება ომის იარაღად იქცა“ - ჩოლურის საჯარო სკოლის მე-11 კლასელთა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი 
19-02-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ

18 თებერვალს, ჩოლურის საჯარო სკოლის მე-11 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი ფიზიკასა და ისტორიაში. 

გაკვეთილის თემა იყო - „როცა მეცნიერება ომის იარაღად იქცა“ მიზანი კი გააზრება თუ როგორ გადაიქცა მსოფლიო აღიარება ბირთულ იარაღად.

სასწავლო პროცესს მასწავლებლები - ქეთინო ჯინჭარაძე და ინგა ონიანი ხელმძღვანელობდნენ. 

პედაგოგებმა მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს და საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზეს. 

მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203