
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო.
მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ტყიბულში, სპორტის სასახლეში გაიმართა მკლავჭიდის შეჯიბრება, რომელშიც ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტურნირში სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და გუნდურ ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
პირად პირველობაში მოსწავლეებმა მოიპოვეს:
• ერთი პირველი ადგილი - ანი აბესაძე;
• ერთი მესამე ადგილი - ირაკლი კუტალაძე.
გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადა სპორტის მასწავლებელმა შალვა ბიბილაშვილმა.
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და ანი აბესაძესა და ირაკლი კუტალაძეს წისნვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მოსწავლეებსა და მათ მწვრთნელს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც ვუსურვებთ გამარჯვებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: