მეგობრობის ხიდი და წიგნიერების დღესასწაული-ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
19-02-2026

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - ეს გახლდათ მთავარი დევიზი, რაც გამოარჩევდა ორი სკოლის - ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ბუკნარის საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეთა შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც საინტერესო და მრავლისმთქმელი აქტივობებით იყო დატვირთული.

მოსწავლეებმა წინასწარ დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები, რომელშიც ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული შთაბეჭდილებები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სკოლებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მადლობა გიმნაზიის დირექტორს - დეკანოზ დანიელს მხარდაჭერისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს - ჯულიეტა კაკაბაძესა და ანა ლამპარაძეს საინტერესო ღონისძიებისთვის, ასევე თითოეულ პედაგოგს ამ შეხვედრის გალამაზებისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203