საბავშვო ბაღებისთვის საკანცელარიო ნივთების შესაძენად სააგენტო მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს - დეტალები
20-02-2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთ მართვის სააგენტომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა დასახელების საკანცელარიო ნივთების შესასყიდად მილიონ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. 

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, შპს „პენსან ჯორჯია“ მილიონ 57 ათას ლარად შეიძენს საჯარო ბაღებისთვის შემდეგ ნივთებს:

გამომთვლელი მანქანები/კალკულატორები; საკანცელარიო ნივთები; საშლელები; მელანი; ბურთულიანი კალმები; ტუშიანი კალამი; ფლომასტერები; მარკერები; ფანქრები; ფანქრის სათლელები; კორექტორები; საკანცელარიო ნივთები; სამაგიდე თაროები ან ორგანაიზერები; სახაზავი ქაღალდები; სტეპლერის ტყვიები; ჭიკარტები; ქაღალდის სკრეპები; სტეპლერები; ანტისტეპლერები; სახვრეტელები; საბუთების ჩასაწყობი ყუთები, საკანცელარიო ჯამები, შესანახი ყუთები და მსგავსი ნივთები; კალენდრები.

რაოდენობები იხილეთ ბმულზე

კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, კვარტალში ერთხელ უნდა მიაწოდოს ბაღებს ზემოაღნიშნული ნივთები.

„მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 40 კალენდარული დღის ვადაში.  თითოეულ ჯერზე, შემსყიდველის საჭიროების მიხედვით, დავალებით განისაზღვრება საბავშვო ბაგა-ბაღების ჩამონათვალი, მისამართების მითითებით, ასევე თითოეულ ლოკაციაზე მისაწოდებელი საქონლის სახეობები შესაბამისი რაოდენობებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203