წალკის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებისთვის საკუთარი სახელის მხატვრულად წერის ვორქშოპი ჩატარდა 
19-02-2026

წალკის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლებისთვის გაიმართა შემოქმედებითი ვორქშოპი, რომელიც საკუთარი სახელის ლამაზად და ინდივიდუალური სტილით წერას დაეთმო.

აქტივობა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელდა. ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა სტილითა და ტექნიკით საკუთარი სახელების წერა სცადეს, გაეცნენ კალიგრაფიის ელემენტებს, ასოების ფორმირებასა და დიზაინერულ მიდგომებს.

პრაქტიკულ ნაწილში მასწავლებლებმა შექმნეს პერსონალური ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს არაოფიციალურ გარემოში პროფესიულ კომუნიკაციას, გუნდურ მუშაობას და მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარებას.

„ჩვენი ტრადიციული პროექტები ისევ გრძელდება, ამჯერად მშობლიურ გარემოში, სადაც ყველაფერი განსაკუთრებულია. წალკის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა საკუთარი სახელის მხატვრულად წერის ვორქშოპი საინტერესო, შემოქმედებითი, სასიამოვნო დღე იყო საოცრად დიდი ენთუზიაზმის, ფანტაზიის, ინტერპრეტაციის ზეიმი იყო და შედეგიც მშვენიერი, განსხვავებული და ლამაზი ნიმუშები. მადლობა თითოეულს საინტერესო და სასიამოვნო დღისთვის, ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის კიდევ ბევრი და საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი და წარმატებები თითოეულს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203