„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია“ - შთამბეჭდავი პროექტი საყდრიონის საჯარო სკოლაში
19-02-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-10 კლასის მოსწავლეები გადიან პროექტულ სწავლებას ხელოვნებაში, რომელიც განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი აქტუალური სწავლების მეთოდია და მასზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს თეორიული ცოდნა აქციონ პრაქტიკულ შედეგად. ამაღლებს მოტივაციას, ხდება სწავლის პროცესის აქტიურ ფორმატში წარმართვა, უფრო საინტერესო და სახალისოა. მოსწავლე თავად არის კვლევის სუბიექტი. მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს და უვითარებს შემოქმედებით უნარს.

რაღა თქმა უნდა, საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის არ არის ახალი პროექტებზე მუშაობა.

სულ ცოტა ხნის წინ, კი მოსწავლეებმა ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიწყეს მუშაობა პროექტზე -„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია“.

მათ აირჩიეს საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი დავითგარეჯა, რომელიც მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალს, რამეთუ 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია, 2007 წლის 24 ოქტომბრიდან დავითგარეჯა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

მოსწავლეებმა მოიძიეს და დაახარისხეს ინფორმაცია, დაიგეგმა ერთდღიანი ექსკურსია: მოინახულეს დავითგარეჯი, სიღნაღი და ბოდბე. დაკვირვებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაანაწილეს,გააკეთეს პრეზენტაცია, გამოუშვეს კედლის გაზეთი, მოაწყეს ფოტოგამოფენა, და პროექტის დასასრულს წარადგინეს პრეზენტაცია.

ორგანიზატორი და ხელმძღვანელი გახლდათ ხელოვნების მასწავლებელი ნინო არძენაძე, რომლის ძალისხმევითაც ეს პროექტი ნამდვილი ისტორიული მოგზაურობა გახდა.

„მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს - ირაკლი შავაძეს, კლასის დამრიგებელს - ზია ბერიძეს და მონაწილე პედაგოგებს -  გოჩა პაქსაძეს (ისტორიის მასწავლებელი), თემურ მიქელაძეს (მათემატიკის მასწავლებელი) გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის“,- ამბობს მასწავლებელი და მოსწავლეებს უსურვებს, რომ არასოდეს დავიწყებოდეთ თავიანთი ქვეყნის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდებული წარსულია.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203