
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
ღონისძიება, რომელიც წიგნის სიყვარულისა და კითხვის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, საინტერესოდ წარიმართა.
ამ დღეს მოსწავლეებმა ერთმანეთისთვის საყვარელი ნაწყვეტები საჯაროდ წაიკითხეს, გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.
ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი იყო წიგნების გაცვლა - მოსწავლეებმა ერთმანეთს მხატვრული ლიტერატურა საჩუქრად გადასცეს.
პედაგოგების თქმით, მსგავსი ინიციატივები მოსწავლეებს კითხვისადმი ინტერესს უღვივებს და წიგნს ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.
წიგნის ჩუქება არა მხოლოდ ყურადღების გამოხატულებაა, არამედ კულტურული მემკვიდრეობის გავრცელების ერთ-ერთი ულამაზესი გზაც. ეს დღესასწაული ეშტიის N2 საჯარო სკოლაშიც აღინიშნა. ყველა კლასში მხიარული ატმოსფერო სუფევდა, მოსწავლეები უსაზღვრო სიყვარულითა და ენთუზიაზმით კითხულობდნენ, შთაბეჭდილებებს აზიარებდნენ და ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიდნენ“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: