„მუსიკის როლი მუნჯ კინოში“ - შთამბეჭდავი გაკვეთილი ნაბახტევის საჯარო სკოლაში
18-02-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, V კლასში ჩატარებული მუსიკის გაკვეთილი, თემაზე - „მუსიკის როლი მუნჯ კინოში“. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი მაია რიჟამაძე ხელმძღვანელობდა (კათედრა: ესთეტიკა-ეთიკა-სპორტი). 

მოსწავლეებმა უყურეს რამდენიმე მუსიკალურ თემას ჩარლი ჩაპლინის ფილმიდან - „დიდი ქალაქის ჩირაღდნები”.

შემდეგ ისაუბრეს, რომ კინოხელოვნების ერთ-ერთი მიმართულებაა მუნჯი კინო, სადაც ძირითადი აქცენტი გადადის მსახიობის მიმიკასა და ჟესტიკულაციაზე. ასეთ ფილმებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მუსიკას.

მოსწავლეებმა ისაუბრეს კინოხელოვნების განვითარების ადრეულ ეტაპზე კინოთეატრში, მუნჯი კინოს მსვლელობის დროს, მუსიკალურად გამფორმებელი იყო ტაპერი, რომელიც ფორტეპიანოზე ასრულებდა პოპულარული მელიდიების ფრაგმენტებსა და იმპროვიზაციებს.  კინოხელოვნების განვითარებასთან ერთად, იზრდებოდა კინომუსიკის როლიც. ფილმები გახდა ფერადი და ტაპერი შეცვალა ფილმისთვის სპეციალურად შექმნილმა მუსიკამ, რომელსაც წერდნენ ხმის ჩამწერ სტუდიაში და ამონტაჟებდნენ ფილმთან ერთად. მეხუთეკლასელებმა აღფრთოვანებულებმა აღნიშნეს, რომ მუნჯი კინოს გენიალური მსახიობი და რეჟისორი ჩარლი ჩაპლინი თავად წერდა მუსიკას თავისი ფილმისთვის.

ბოლოს მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დახატეს ჩარლი ჩაპლინი და უწოდეს „ღიმილი”.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203