ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელთა მოგაზურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში
18-02-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და პატარებს წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდებენ. 

სკოლა-გიმნაზიაში წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სოფიო ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული, თბილი და შემეცნებითი აქტივობა მოაწყვეს.

მოსწავლეები ერთმანეთს აცნობდნენ თავიანთ საყვარელ წიგნებს, ხმამაღლა კითხულობდნენ საინტერესო ამონარიდებს და ამავე დროს ერთობლივად განიხილავდნენ ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანი იყო წიგნის სიყვარულის გაღვივება, კითხვის უნარების განვითარება და იმის შეგრძნება, რომ წიგნი საუკეთესო მეგობარია. ეს დღე სავსე იყო ბავშვური სიცილით, ინტერესით და ცოდნის მიღების სურვილით.

„ვამაყობთ ჩვენი პატარა მკითხველებით, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ კითხვა არის ცოდნის, წარმოსახვის და წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე ლამაზი გზა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203