
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროექტებში მხარს უჭერენ და ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ - ვითარდებიან, იძენენ ახალ გამოცდილებასა და წარმოაჩენენ ცოდნას.
მოსწავლეთა ცოდნისა და განვითარების ხელშეწყობისთვის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლამ „ეტალონისგან“ მადლობის სიგელი მიიღო.
მოსწავლეთა საგანმანათლებლო წარმოჩენის, ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობისა და „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ კოორდინაციაში ჩართული პედაგოგებიც- ნაზიბროლა გულბანი, იამზე გადილია და ნინო გიგდელიანი.
სკოლაში ახარებთ როგორც მოსწავლეთა აქტიურობა, ისე პედაგოგთა აქტიური როლი მომავალი თაობის მრავალმხრივ განვითარებაში.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: