„მეფე, რომელმაც ისტორია შეცვალა“ - დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული გუდაურის საჯარო სკოლაში
18-02-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მოსწავლეებს სახელოვანი წინაპრებისა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. 

7-12 თებერვალს, გუდაურის საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სლოგანით - „მეფე, რომელმაც ისტორია შეცვალა“.

კვირეულის ფარგლებში, თავდაპირველად გამოცხადდა ნახატების კონკურსი და გამოფენა. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად ნახეს ვიდეომასალა დავით აღმაშენებელზე და მოხდა მასალის განხილვა და შეჯამება.

მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად მოიძიეს და დაახარისხეს მასალა, გაინაწილეს ინფორმაცია, შექმნეს პოსტერები, მაკეტები, სქემები, მოისმინეს მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებიც დავით აღმაშენებელთან იყო კავშირში.

შეიქმნა რუკის ფორმატის საპრეზენტაციო რესურსი, რომელსაც მოსწავლე-მასწავლებლები მომავალშიც გამოიყენებენ, როგორც თვალსაჩინოებას.

დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა 11 თებერვალს პრეზენტაციის სახით, რომელზეც მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ისტორიის პედაგოგი - ნაირა აფციაური.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203