
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
წიგნი საჯაროდ კითხვის დღე არაერთმა კლასმა აღნიშნა. მოსწავლეებმა ერთმანეთს ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს და ერთმანეთს წიგნებიც უსახსოვრეს.
ყველა კლასში მხიარული ატმოსფერო სუფევდა, მოსწავლეები უსაზღვრო სიყვარულითა და ენთუზიაზმით კითხულობდნენ საყვარელი ნაწარმოებების მონაკვეთებს, ბოლოს კი ერთმანეთი ლიტერატურით დაასაჩუქრეს.
„წიგნის ჩუქება არა მხოლოდ ყურადღების გამოხატულებაა, არამედ კულტურული მემკვიდრეობის გავრცელების ერთ-ერთი ულამაზესი გზაც“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: