„ცოდნა სინათლეა“​ - ​პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განათლების მნიშვნელობაზე პლაკატები შექმნეს 
18-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ​პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ და მოსწავლეებს განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. 

სწორედ, სწავლა-განათლების როლის ხაზგასმას მიეძღვნა მე-3 - მე-4 კლასებში, პედაგოგ ირმა ტაბატაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული აქტივობა - „ცოდნა სინათლეა“. 

პედაგოგმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რა ძალა აქვს ცოდნას. ბავშვებმა კი თემატური პლაკატები შექმნეს, აღნიშნეს, რომ „სწავლა გონების საზრდოა“ და ერთმანეთსა და თანატოლებს წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203