ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში
18-02-2026

ჰოლოკოსტი იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში განხორციელდა.

ნაცისტური რეჟიმის მიერ ორგანიზებულმა დევნამ და გენოციდმა დაახლოებით ექვსი მილიონი ებრაელი და სხვა მრავალი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.
ჰოლოკოსტის გახსენება გვასწავლის ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას.

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ერაძემ და ნინო სამხარაძემ მონაწილეობა მიიღეს ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „რა ვიცი ჰოლოკოსტის შესახებ“.

პედაგოგთან ერთად მათ მოიკვლიეს მასალები ებრაული გენოციდის შესახებ, ნინო სამხარაძემ ჩაწერა ვიდეორგოლი ნაცისტური გერმანიის ოფიცერზე იოზეფ მენგელეზე, რომელმაც ათასობით  ბავშვი აწამა და გამოიყენა საექსპერიმენტოდ, ხოლო მარიამ ერაძემ დაამუშავა თემა - „დანაშაული, რომელიც ვერ დაფარეს“,  რომელიც ეხებოდა ნაცისტების სასტიკ დამოკიდებულებას ებრაელების მიმართ.

მოსწავლეთა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა და შესაბამისი სერტიფიკატები დაურიგდათ. 

სკოლამ ასევე მადლობის ბარათი მიიღო ისრაელის საელჩოსგან. 

„ძვირფასო კონკურსის მონაწილე, ძვირფასო მასწავლებლებო და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებო, ისრაელის საელჩოს სახელით გვსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სასკოლო კონკურსში მონაწილეობისთვის.

ძვირფასო მოსწავლე, თქვენმა ნამუშევარმა გამოავლინა დიდი შრომა, შემოქმედებითი მიდგომა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული და მორალური საკითხის მიმართ. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ როგორც მოსწავლეთა ჩართულობას და კრეატიულობას, ასევე მასწავლებლებისა და სკოლის მხარდაჭერას, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს მომავალში, პატივისცემით, ისრაელის საელჩოს გუნდი“,- ვკითხულობთ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203