„16 სექტემბრიდან ვიდრე 31 დეკემბრამდე - ასეთი არჩევანი უკვე აღარ არსებობს... დავაცადოთ ბავშვებს ბავშვობა“ - პირველკლასელთა ასაკი განსაზღვრულია
18-02-2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა -  პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმაც გააკეთა: 

„პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. ადრე დავიწყეთ რეგისტრაციები, რაც დაკავშირებულია კიდევ ერთი ეტაპის დამატებასთან. კანონში შესული ცვლილების თანახმად, პირველ კლასში შესვლას შეძლებს მოსწავლე, ვისაც 16 სექტემბრიდან ვიდრე 31 დეკემბრამდე - ასეთი არჩევანი უკვე აღარ არსებობს“.

შესაძლებელია თუ არა ეს ზღვარი კიდევ ერთხელ გადაიხედოს? - კითხვის პასუხად, მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „მოკვლევებმა ცხადყო, ძილიანობით, ხასიათით... დაწყებული, იმ ორ კვირასაც ჰქონდა მნიშვნელობა და აისახებოდა სასკოლო მზაობაზე. ამიტომ ბავშვებს უნდა დავაცადოთ ბავშვობა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203