
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
11 თებერვალს მსოფლიოში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღს სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ჩაატარეს, ცნობილი ქალი მეცნიერებისა და მიღწევებისა და გამოგონებების შესახებ ისაუბრეს.
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ აღნიშნულ პროფესიას, გენდერი არ გააჩნია და დასძინეს, რომ მეცნიერების ისტორიაში ქალთა როლი ხშირად ნაკლებად ხაზგასმული იყო, ამიტომ მნიშვნელოვანი მათი როლის აღნიშვნა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ინგლისური ენის მასწავლებელმა - რიპსიმე ტონოიანმა.
მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
იხილეთ ფოტოები: