დეხვირის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიეძღვნა
18-02-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას, პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამოეხმაურნენ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. 

სკოლის ისტორიის მასწავლებელმა - ჯონი მუშკუდიანმა - მოსწავლეებს გააცნო დეტალური და საინტერესო ინფორმაცია დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ.

ღონისძიებამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, მოსწავლეები ყურადღებით ისმენდნენ და პასუხობდნენ დასმულ კითხვებს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები, რომლებიც შემდგომ გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი. ნამუშევრებში ნათლად ჩანდა მათი შრომა, შემოქმედება და სიყვარული ქართული ისტორიისადმი. 

ეს დღე ყველასთვის იყო შთამაგონებელი, შემეცნებითი და ემოციური, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი ქვეყნის დიდებული წარსულისა და ეროვნული ღირებულებების მნიშვნელობა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203