
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ასტრიდ ლინდგრენის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს.
ბავშვებმა, საპროგრამო მასალით „პეპი გრძელწინდას“ ერთ-ერთი თავის გაიარეს და პეპის სასკოლო თავგადასავალი საკლასო ოთახში გააცოცხლეს.
„დღეს ჩვენს კლასში პეპი გრძელწინდა „მოვიდა“. როლურმა თამაშმა ჩვეულებრივი გაკვეთილი თავგადასავლად აქცია - კითხვებმა პასუხებს გადაასწრო, წესებმა კი ფანტაზიას დაუთმო გზა.
პეპიმ გვასწავლა, რომ სკოლა მხოლოდ ამოცანების ამოხსნა არ არის -სკოლა არის ადგილი, სადაც შეგიძლია იფიქრო სხვანაირად, იკამათო თამამად, გაიცინო ხმამაღლა და ისწავლო გულით.
ხანდახან, ერთ პატარა როლს შეუძლია დიდი გაკვეთილის შექმნა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ვიდეო