
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად მეგობრობას, ემპათიასა, ტოლერანტობასა და სხვათა უფლებების პატივისცემას ასწავლიან.
ახლახან, მე-8 კლასელებმა ვიდეორგოლი გადაიღეს, სადაც გააჟღერეს, რომ მეგობრობასა და მხარდაჭერას ალტერნატივა არ აქვს.
„მე-8 კლასელებთან ერთად მომზადებულ ვიდეორგოლში ვაჩვენეთ, რომ სკოლაში არ შეიძლება ბულინგი, დაცინვა და შეურაცხყოფა. ასეთი ქცევა აზიანებს სხვებს და არღვევს მეგობრულ გარემოს.
ამავე დროს სკოლაში შეიძლება და აუცილებელია სიყვარული, პატივისცემა და მხარდაჭერა.
ჩვენი ვიდეოს მთავარი მიზანია: შევქმნათ სკოლაში გარემო, სადაც სიძულვილს არა, სიყვარულსა და მეგობრობას ვირჩევთ“, -აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა, უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის პასუხისმგებელი პირი არმინე ბადოიანი.
იხილეთ ვიდეო: