
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იძენენ ახალ გამოცდილებას და წარმოაჩენენ შესაძლებლობებს.
ახლახან, მე-3 კლასელი ლილე გუდავაძე 2025 წლის „კოდის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარებული საქართველოს რეგიონული სასკოლო ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
III კლასის მოსწავლემ საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ Code Week-ის საოლიმპიადო ფინალში იასპარეზა.
Hour of Code 2025 ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობისათვის მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატით.
Code Week-ის ფარგლებში, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება სასკოლო ოლიმპიადა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში კოდირების პოპულარიზაცია და ციფრული უნარების განვითარება.
იხილეთ ფოტო: