საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში აქვსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით, სპექტაკლი - „მხიარული მაჭანკალი“ დაიდგა 
18-02-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან,​ VI კლასის მოსწავლეებმა, აქვსენტი ცაგარელის პიესა - „ხანუმას“ („ქეთო და კოტეს“) მიხედვით, წარმოადგინეს სპექტაკლი - „მხიარული მაჭანკალი“. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, სცენაზე ცნობილი ქართველი დრამატურგის გმირები გააცოცხლეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

სცენარის ავტორი პედაგოგი თამთა ხარატიშვილი გახლავთ, მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი კი თამთა ხარატიშვილია

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203