როცა სცენაზე ზღაპარი ცოცხლდება - საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე
17-02-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს თეატრალური ხელოვნების სიყვარულს პირველი კლასიდანვე ასწავლიან და პატარებს კულტურულ გასვლით ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის I კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაია ხორბალაძის ხელმძღვანელობით,  იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“.

პატარებმა თეატრის სცენაზე გაცოცხლებული ცნობილი ზღაპარი - „ჩექმებიანი კატა“ ნახეს. 

მოსწავლეები თეატრიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203