ფიროსმანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური პროექტი  - „ექვთიმე“ წარმატებით გრძელდება 
17-02-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე ინტელელქტუალური თუ ანალიტიკური უნარების განვითარებას. 

სკოლაში, კვლავაც აქტიურად გრძელდება, ინტელექტუალური პროექტი  - „ექვთიმე“, რომელიც დაფუძნებულია, სასკოლო ინტელექტუალურ პროექტზე - „რა? სად? როდის?“.

კითხვები მოიცავს, როგორც სასკოლო ზოგად თემატიკას, ასევე ინფორმაციას ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობიდან და საქართველოს პირველ რესპუბლიკის სამწლიანი ისტორიიდან.  

ხშირად არის ინგლისურად გაჟღერებული კითხვები, რაც ემსახურება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, კონკურენტულ სიტუაციებში დროის უკეთ მართვისა და
დავალებების სწორად შესრულების უნარის განვითარებასა და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი - „ექვთიმე“ ყოველ პარასკევს გაკვეთილების შემდეგ ტარდება.

პროექტს ფიროსმანის საჯარო სკოლაში ჰყავს ორი გუნდი:

პირველი გუნდის კაპიტანი არის, ანა ბოლქვაძე, წევრები:

  • მარიამ სურმანიძე;
  • სალომე ბერიძე;
  • გიორგი წილოსანი;
  • გიორგი სურმანიძე;
  • ნიკა ხოზრევანიძე.

მეორე გუნდის კაპიტანი არის, სალომე ბოლქვაძე. წევრები:

  • ლელა შანთაძე;
  • ნუკი გორგაძე;
  • გვანცა სურმანიძე;
  • ალეკო ფუტკარაძე;
  • სანდრო სურმანიძე.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა ინტელექტუალურ პროექტში ჩართულობა და სკოლის ყველა გუნდ მოუწოდებენ შეუერთდნენ „ექვთიმეს“.

პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ინგლისური ენის მასწავლებელი ლეილა ტარიელაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203