ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
17-02-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში, წარმოაჩენენ, ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს. 

აღსანიშნავია, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. 

ინტელექტუალურ თამაშს - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, რომელიც ყოველწლიურად, პატრიარქის კურთხევით, იმართება, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ინეტრესით შეუერთდნენ.

გიმნაზიის წარმომადგენელმა გუნდმა, მასწავლებელ ანნა გორგასლიძის ხელმძღვანელობით, ღირსეულად იასპარეზეს ღირსეულ მეტოქეებთან - ჩოხატაურის გიმნაზიის მოსწავლეებთან და მეორე ადგილი დაიკავეს.

მოსწავლეები გააგრძელებენ მონაწილეობას კონკურსის მომდევნო ეტაპზე, სადაც კვლავ წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნას, შემართებასა და გუნდურ სულისკვეთებას.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და წინსვლას უსურვებენ.

„ჩვენი სკოლა გულწრფელად ულოცავს გუნდს წარმატებულ გამოსვლას და უსურვებს მოსწავლეებს მომავალ ეტაპზე საუკეთესო შედეგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203