„ბუნება, თანაგრძნობა და ადამიანობა“ - მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი 
17-02-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, მე-6 კლასში ჩატარებული საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული პროექტ-გაკვეთილი, რომლის თემა იყო - „ბუნება, თანაგრძნობა და ადამიანობა“. 

პროექტის თემა - ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით შეირჩა. 

მოსწავლეები ჯგუფებად დაიყვნენ და „შვლის ნუკრის ნაამბობიდან“ მხატვრულად წაიკითხეს შერჩეული ეპიზოდები, ასევე, დახატეს შვლის ნუკრი. მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, წარმატებით უპასუხეს მასწავლებლის დასმულ კითხვებს ასავე შექმნეს სლოგანი - „ბუნების ხმა“. 

პროექტი ემსახურებოდა მნიშვნელოვან მიზანს - მოსწავლეებმა გაიაზრონ ნაწარმოების მთავარი იდეა, ჩამოუყალიბდეთ ბუნების სიყვარული და თანაგრძნობა, ემპათია ცოცხალი არსებების მიმართ, ასევე, განავითარონ შემოქმედებითი და მხატვრული უნარები.

პროექტის მიზანი მიღწეული იქნა - მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ პროცესში და წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულს მოვალეობა, წარმოაჩინეს შემოქმედებითი ხედვა და ემპათია. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ელდინო იობაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203