
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია.
სწორედ მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებას ემსახურებოდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი წერის თავისებურებების გაცნობასა და ფანტაზიის თავისუფლების წახალისებას დაეთმო.
„შემოქმედებითი წერა - ფანტაზიის თავისუფლებაა, ის სივრცეა, სადაც ფიქრები სიტყვებად იქცევა და სიტყვები - ისტორიებად. აქ არ არსებობს „სწორი“ და „არასწორი გზა“ - არსებობს მხოლოდ შენი ხედვა, შენი ხმა და შენი სამყარო. ერთი პატარა იდეაც კი შეიძლება დიდ ამბად იქცეს, თუ მას გულით დაწერ.
დაწერე ისე, როგორც გრძნობ - რადგან სწორედ ასე იბადება ნამდვილი შემოქმედება,- შთაგონება მისცა პედაგოგმა მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა მოიფიქრეს, შექმნეს უჩვეულო ტექსტები - „მზემ სამსახურში დააგვიანა“ და „წიგნი ავტორს უჩივის“. ასევე პატარა ნაწარმოებები შეადგინეს შეთავაზებული ფოტოს მიხედვით.
„მადლობა ჩართულ მოსწავლეებს! ვუსურვებ უფრო მეტად გულმოდგინე მუშაობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: