დანგრეული და გასარემონტებელი სკოლების საკითხებზე კომისია იმუშავებს - ცნობილია, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას
17-02-2026

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

შემადგენლობაში იქნებიან:

1. ლევან ღირსიაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.

2. თამარ მახარაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.

3. ზაზა კვიციანი − საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.

4. მზია გიორგობიანი − საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.

5. ქეთევან ახვლედიანი − საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის დროებით ფუნქციათა შემსრულებელი − კომისიის წევრი.

6. თათია ბარაქაძე − საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

7. შავლეგ თოდუა − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

8. ლევან კერესელიძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

9. ლალი კალანდაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

10. დავით გიორგაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი − კომისიის წევრი.

11. ზურაბ რაზმაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამმართველოს ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (პროექტების მენეჯერი) − კომისიის წევრი.

12. ქვარა ჩართოლანი − საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი.

13. მარიამ თავაძე − საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.

14. სოფიო ბარნაბიშვილი − საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი − კომისიის წევრი.

15. მედეა შამუგია − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ქვეპროგრამის „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და მხარდაჭერა ქართულენოვან სკოლებში“ კოორდინატორი − კომისიის მდივანი.

კომისია საკოორდინაციო-საკონსულტაციოა, რომლის მიზანიც საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაცია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „კომისია შედგება კომისიის თანათავმჯდომარეების, კომისიის წევრებისა და კომისიის მდივნისგან; კომისიის წევრი მინისტრის მოადგილეები წარმოადგენენ თანათავმჯდომარეებს; კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები; კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, მიწვეულნი იყვნენ სხვა საჯარო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კომისიის წევრის სტატუსით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203