ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო მათემატიკური ღონისძიება 
17-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სახალისოა. 

მათ მოტივაციაზე მათემატიკის პედაგოგი ზრუნავს, რომელიც ბავშვებს საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობს და ხშირად ახსენებს თუ მეცნიერების როლს ჩვენს ყოველდღიურობაში. 

სწორედ აღნიშნულ საკითხს მიუძღვნა ღონისძიება მათემატიკის მასწავლებელმა და მოსწავლეებთან ერთად ისაუბრა თუ რამხელა ადგილს იკავებს მათემატიკა ჩვენს ცხოვრებაში.

„იგი გვეხმარება სწორად აზროვნებაში, პრობლემების გადაჭრაში და ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში. მათემატიკას ვიყენებთ მაშინ, როცა ვითვლით ფულს, ვზომავთ დროს, ვგეგმავთ ბიუჯეტს, ვამზადებთ საჭმელს ან ვადგენთ მანძილს“,- აღინიშნა ღონისძიებაზე, რომელიც მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა და მოსწავლეთა მოტივირებას შეუწყო ხელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203