იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრის სცენაზე „ქეთო და კოტე“ ნახეს 
17-02-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო. 

13 თებერვალს, იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის ლ. მესხიშვილის თეატრს სტუმრობდნენ, სადაც ვიქტორ დოლიძის ოპერის - „ქეთო და კოტე“- თეატრალიზებული წარმოდგენა ნახეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საკლასო ოთახში მოსმენილის თეატრის სცენაზე ხილვამ ბავშვების აღფრთოვანება გამოიწვია. 

მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ თეატრიდან. 

გასვლითი ღონისძიების ხელმძღვანელი თეა შათირიშვილი მადლობას უხდის სკოლის დირექტორს - ლალი წულაიას მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203