
თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი ღონისძიება მოეწყო, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის შესახებ მოსწავლეთა ცოდნისა გამდიდრებას ემსახურებოდა.
14 თებერვალს, სკოლის მოსწავლეები, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების - ევგენია ჩიტიაშვილისა და დათო ტაბახმელაშვილის ორგანიზებით, იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოკუპაციის მუზეუმი და ადგილზე მიიღეს ინფორმაცია ოკუპაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა იმ ტრაგიკული წარსულის გახსენებას, რომელიც დაკავშირებულია 1921 წლის თებერვალთან - ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევასთან და მის ოკუპაციასთან.