„დამკვირვებლები კი მკაცრად აკონტროლებდნენ ყველაფერს, მაგრამ გადაწერა მაინც მოვახერხე“ - აბიტურიენტი უნარების გამოცდიდან
06-07-2018
ზოგადი უნარების გამოცდიდან გამოსული ერთ-ერთი აბიტურიენტი Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად საგამოცდო პროცესის განუწყვეტელი კონტროლისა, გადაწერა მაინც შეძლო.

„არაფრის აზრზე არ ვიყავი და გადავიწერე საკითხები... დამკვირვებლები კი მკაცრად აკონტროლებდნენ ყველაფერს, მაგრამ სკოლის გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გამჭირვებია საჭირო დროს თვალის გაპარება სხვის ტესტში,“ - ამბობს აბიტურიენტი, რომლის სახელსა და გვარს და ასევე საგამოცდო ცენტრს შეგნებულად არ ვასახელებთ.

აღნიშნულის გასარკვევად Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. მათ ჩვენთან საუბრისას გამოცდებზე გადაწერის ფაქტი კატეგორიულად გამორიცხეს:

„გამოცდებზე გადაწერა ფიზიკურად შეუძლებელია, ბევრი დამცავი მექანიზმი არსებობს, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. საგამოცდო პროცესი მუდმივად კონტროლდება - 2 მეთვალყურე დგას გარეთ, 2 - შიგნით. მათ გარდა ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საგამოცდო ცენტრის კოორდინატორები მუდმივად ადევნებენ თვალს გამოცდების მიმდინარეობას. ასევე მონაწილეებმა იციან, რომ კამერებია დამონტაჟებული და საგამოცდო პროცესის მონიტორინგი ამ მხრივაც მიმდინარეობს. საგამოცდო ცენტრებისა და სექტორების მოწყობისას ყველა დეტალი არის გათვალისწინებული. მერხებს შორის ისეთი დისტანციია, რომ აბიტურიენტი ფიზიკურად ვერ შეძლებს სხვისგან გადაწერას. 39 ათასი აბიტურიენტიდან რომ ერთი ამას იტყვის, ეს არაფერს არ ნიშნავს. თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ აბიტურიენტს, უბრალოდ ამის თქმა უნდოდა და რეალურად არ გადაუწერია (ვერ გადაიწერდა),“ - აღნიშნეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203