
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ საგანმანათლებლო აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე მე-3 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი თემაზე - „ადამიანები, რომლებიც ჩვენს სკოლაზე ზრუნავენ“.
მოსწავლეებმა პოსტერზე დიდი ინტერესით იმუშავეს და საქმეს შემოქმედებითად მიუდგნენ.
მათი შექმნილი პოსტერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი რიპსიმე აროიანი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი არმინე ბადოიანი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: